აკვარიუმის დამზადება
ფასის კალკულატორი





აკვარიუმის დამზადება შეკვეთით – საშუალებას გაძლევთ იდეალურად მოარგოთ აკვარიუმი ინტერიერს. ნაუტილუსი თქვენი ბინის ნამდვილ მშვენებად იქცევა. Nautilus – უნიკალური აკვარიუმი ინდივიდუალური პროექტით.

აკვარიუმი სანათით

ულტრაგამჭვირვალე მინა

აკვარიუმი სადგამით
კალკულატორი ითვლის აკვარიუმის დამზადების ფასს თქვენ მიერ შერჩეული ზომებით. კალკულატორის გათვლა მიახლოებითია. აკვარიუმების კონკრეტული მოდელების ზუსტ ფასებს შეგიძლიათ გაეცნოთ აკვარიუმისტიკის ინტერნეტ მაღაზიაში. იქვე შეგიძლიათ შეიძინოთ ნაუტილუსის აკვარიუმი სადგამითა და აპარატურით.
კალკულატორი ითვლის ღია ტიპის აკვარიუმის (სიგრძივი და განივი სარტყლების გარეშე) ულტრაგამჭვირვალე მინით დამზადების ფასს.
აკვარიუმებისთვის სადგამებისა და სანათების დამზადება დროებით შეჩერებულია.
1,5 მ-ზე მეტი სიგრძის / 60 სმ-ზე მეტი სიმაღლის მქონე აკვარიუმების, ასევე სტანდარტული გამჭვირვალობის მინის გამოყენებით დამზადების ფასი იანგარიშება ინდივიდუალურად.
აკვარიუმის შეკვეთამდე გთხოვთ გაეცნოთ შემდეგ ინფორმაციას: აკვარიუმის საიმედობა
კალკულატორი
ფასილარი
* კალკულატორი გათვლილია ტიპიური მართკუთხა აკვარიუმის დამაზადების ფასის გაანგარიშებაზე, რომლის სიგანე და სიმაღლე დაახლოებით ტოლია, ხოლო სიგრძე 2-2,5-ჯერ აღემატება სიგანეს. აკვარიუმის სხვა პროპორციების შემთხვევაში რეალური ფასი შეიძლება განსხვავდებოდეს კალკულატორის გაანგარიშებისგან.
* ფასი ითვალისწინებს თბილისის მასშტაბით აკვარიუმის მიწოდების სერვისს.
Nautilus აკვარიუმების შესახებ
ხარისხი ყოველთვის ჯობს რაოდენობას. მაღალი კლასის აკვარიუმის დამზადება მხოლოდ მაღალი ხარისხის მასალისგანაა შესაძლებელი. Nautilus-ი მზადდება შემდეგი მასალითა და ტექნოლოგიით:

ევროპული წარმოების ულტრაგამჭვირვალე მინა.

მინის დაჭრა სპეციალურ დანადგარზე – ოპერაცია მილიმეტრის სიზუსტით სრულდება. შედეგად ვღებულობთ იდენტურ წყვილ მინებს (წინა/უკანა კედელი, მარცხენა/მარჯვენა გვერდი), რაც იდეალურად სიმეტრიული აკვარიუმის შეკვრის საშუალებას გვაძლევს.

მინის პოლირება მთელ პერიმეტრზე. პოლირება ზრდის მინების შეწებების ხარისხსა და აკვარიუმის საიმედობას. პოლირებული მინა აგარიდებთ მიკროტრავმებსა და ნაკაწრებს აკვარიუმის მომსახურების დროს. მინის სწორი დამუშავება აკვარიუმის ესთეტიკურ თვისებებსაც აუმჯობესებს.

კედლები შეწებებულია აკვარიუმის ფსკერის გარშემო. ასეთი განლაგება კონსტრუქციის მეტ სიმტკიცეს უზრუნველყოფს, ვიდრე კედლის მინების ფსკერის ზედაპირზე განლაგების მეთოდი.

150 სმ-მდე სიგრძის აკვარიუმები მზადდება სიგრძივი და განივი სარტყლების გარეშე. სიმტკიცის კოეფიციენტის შენარჩუნებას საჭირო სისქისა და ხარისხის მინის გამოყენებით ვუზრუნველყოფთ.

დამზადებულ აკვარიუმს მოყვება რბილი ქვეშაგი, რომელიც აკვარიუმსა და სადგამს შორის თავსდება. იგი აკომპენსირებს სადგამის ზედაპირის შესაძლო უსწორმასწორობას და ზრდის აკვარიუმის საიმედობას.
