აკვარიუმის მოცულობა

კალკულატორი

აკვარიუმის ბინადრებისთვის ხელსაყრელი საარსებო პირობების შესაქმნელად საჭიროა წყლის გარკვეული ფიზიკური და ქიმიური პარამეტრების დაცვა, წყლის ნაწილის პერიოდული ცვლა, მცენარეებისთვის სასუქებისა და მიკროელემენტების, ხოლო თევზებისთვის კი სამკურნალო პრეპარატების გათვლილი კონცენტრაციით მიწოდება. ამ ოპერაციების ჩასატარებლად ზუსტად უნდა ვიცოდეთ, თუ რამდენი ლიტრი წყალია აკვარიუმში.

აკვარიუმის სრული მოცულობა

უმეტეს შემთხვევაში აკვარიუმის მოცულობას ანგარიშობენ მარტივი ფორმულის მიხედვით:

მოცულობა (ლ) = სიგრძე (სმ) X სიგანე (სმ) X სიმაღლე (სმ) / 1000

ამ ფორმულის საფუძველზე ახდენს გაანგარიშებას შემდეგი კალკულატორი:

კალკულატორი
მოცულობალიტრი
* კალკულატორი გათვლილია სტანდარტული მართკუთხა აკვარიუმის მოცულობის გაანგარიშებაზე.

აკვარიუმის ფაქტიური მოცულობა

თავდაპირველად შეიძლება ვიფიქროთ, რომ აკვარიუმის ლიტრაჟის გაანგარიშებისთვის საკმარისია მხოლოდ მისი ზომების ცოდნა:

მოცულობა (ლ) = სიგრძე (სმ) X სიგანე (სმ) X სიმაღლე (სმ) / 1000

მაგრამ პრაქტიკაზე ეს გაანგარიშება არ გვაძლევს ზუსტ შედეგს. პირველ რიგში ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ზემოაღნიშნული ფორმულა არ ითვალისწინებს აკვარიუმის მინის სისქეს, რომელიც შეიძლება 25 მმ-ს აღწევდეს და იკავებს მოცულობის გარკვეულ ნაწილს. გარდა ამისა, უმეტეს შემთხვევაში აკვარიუმს პირამდე არ ავსებენ და მისი ზედა 5-10 სმ ცარიელი რჩება. გრუნტი, ქვები, დეკორაციები და შიდა გამოყენების ხელსაწყოებიც გარკვეულ ადგილს იკავებს, რის გამოც წყლის საერთო მოცულობა საგრძნობლად მცირდება.

მაგალითად მოვიყვანთ შემდეგი პარამეტრების მქონე აკვარიუმს:

სიგრძე – 200 სმ
სიგანე – 50 სმ
სიმაღლე – 60 სმ
მინის სისქე – 15 მმ
ზედა ცარიელი სივრცე – 8 სმ
გრუნტის ფენა – 5 სმ

მოცულობის გამოთვლის მარტივი ფორმულის მიხედვით ამ აკვარიუმის მოცულობა 600 ლიტრია. მაგრამ დანარჩენი პარამეტრების გავითვალისწინებთ მისი ფაქტიური მოცულობა მხოლოდ 420 ლიტრს შეადგენს.

კალკულატორი
მოცულობალიტრი
* კალკულატორი გათვლილია სტანდარტული მართკუთხა აკვარიუმის მოცულობის გაანგარიშებაზე.
* დანარჩენი პარამეტრებისგან განსხვავებით, მინის სისქე მითითებულია მილიმეტრებში.
* კალკულატორი არ ითვალისწინებს ქვების, დეკორაციებისა და შიდა ხელსაწყოების მოცულობას.

აკვარიუმის ზუსტი მოცულობის ცოდნა დაგეხმარებათ სწორად გათვალოთ რეაქტივების წონა წყლის პარამეტრების ქიმიური გზით შეცვლის დროს. ზუსტი დოზირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამკურნალო პრეპარატების ხმარებისას, ვინაიდან მათი ზედმეტი კონცენტრაცია შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს თევზებისთვის.

აკვარიუმის მოცულობა