აკვარიუმის მომსახურება
აკვარიუმის მომსახურება მოითხოვს გარკვეულ თეორიულ ცოდნას, პრაქტიკულ გამოცდილებასა და თავისუფალ დროს. თუ არსენალში არ გაქვთ რომელიმე ამ კომპონენტთაგანი, აჯობებს აკვარიუმის მომსახურება ნაუტილუსის სპეციალისტებს მიანდოთ.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: ჩვენ არ ვღებულობთ შეკვეთებს აკვარიუმის ერთჯერად გაწმენდაზე. ნორმალური ფუნქციონირებისთვის აკვარიუმს ესაჭიროება სისტემატიური მიხედვა და 7-14 დღეში ერთხელ «გენერალური» დალაგების ჩატარება. სხვაგვარად აკვარიუმი ჭაობს ემსგავსება და ხშირ შემთხვევაში უფრო ადვილია მისი თავიდან გამართვა, ვიდრე ასეთი ჭაობისთვის აკვარიუმის სახის დაბრუნება.
აკვარიუმის მომსახურების პაკეტები
2 ვიზიტი თვეში
მოცულობა
ფასი (თვე)
50 ლიტრამდე
—
100 ლიტრამდე
80 ლარი
200 ლიტრამდე
100 ლარი
400 ლიტრამდე
120 ლარი
600 ლიტრამდე
140 ლარი
800 ლიტრამდე
160 ლარი
1000 ლიტრამდე
180 ლარი
1000 ლ-ზე მეტი
შეთანხმებით
3 ვიზიტი თვეში
მოცულობა
ფასი (თვე)
50 ლიტრამდე
80 ლარი
100 ლიტრამდე
100 ლარი
200 ლიტრამდე
120 ლარი
400 ლიტრამდე
150 ლარი
600 ლიტრამდე
180 ლარი
800 ლიტრამდე
200 ლარი
1000 ლიტრამდე
220 ლარი
1000 ლ-ზე მეტი
შეთანხმებით
4 ვიზიტი თვეში
მოცულობა
ფასი (თვე)
50 ლიტრამდე
100 ლარი
100 ლიტრამდე
120 ლარი
200 ლიტრამდე
140 ლარი
400 ლიტრამდე
180 ლარი
600 ლიტრამდე
220 ლარი
800 ლიტრამდე
260 ლარი
1000 ლიტრამდე
300 ლარი
1000 ლ-ზე მეტი
შეთანხმებით
* ფასები გათვლილია 60 სმ-მდე სიმაღლის აკვარიუმების მომსახურებაზე. უფრო მაღალი აკვარიუმების მომსახურების ფასი თანხმდება ინდივიდუალურად.
ფასდაკლება
გთავაზობთ ფასდაკლებას კონკრეტულ მისამართზე ერთი ვიზიტის ფარგლებში რამოდენიმე აკვარიუმის მომსახურებაზე:

2 აკვარიუმი – 10%

3 აკვარიუმი – 20%

4 ან მეტი აკვარიუმი – 30%
მომსახურებაში შედის

აკვარიუმის გვერდითა მინების შიდა და გარე ზედაპირის გაწმენდა

გრუნტისა და დეკორაციების გაწმენდა

ფილტრისა და მისი შემავსებლების გასუფთავება

წყლის შეცვლა, მისი პარამეტრების ტესტირება და კონტროლი

მცენარეების მოვლა, გადარგვა, წყალში სასუქების შეტანა

უფასო კონსულტაცია აკვარიუმის მოვლასა და სააკვარიუმე აპარატურის შეძენასთან დაკავშირებით
დამატებითი ინფორმაცია

თქვენ აკვარიუმს მოემსახურება გამოცდილი აკვარიუმისტი და მიაქცევს მას ისეთივე ყურადღებას, როგორც საკუთარ აკვარიუმს

მუდმივად ითანამშრომლებთ კონკრეტულ სპეციალისტთან, რამელსაც ეცოდინება თქვენი აკვარიუმის სრული ისტორია

თქვენი სურვილის მიხედვით, აკვარიუმის მომსახურება შეიძლება ჩატარდეს დასვენების დღეებში ან არასამუშაო საათებში
