აკვარიუმის სამგანზომილებიანი ფონი Juwel
Juwel – აკვარიუმების, სააკვარიუმე დანიშნულების ელექტროტექნიკისა და აქსესუარების მწარმოებელი გერმანული კომპანიაა. Juwel-ის მოცულობითი სამგანზომილებიანი (3D) ფონები მზადდება პოლიურეთანისგან და იფარება ეპოქსიდური ფისით. დამზადების ამგვარი ტექნოლოგიის წყალობით, ფონის ბლოკები მაქსიმალურად მყარი და მსუბუქია, ადვილად იჭრება ხერხით ან საკანცელარიო დანით, ხოლო შეფერილობა და ტექსტურა არ კარგავს თავის თვისებებს სააკვარიუმე პირობებში (მათ შორის ზღვის აკვარიუმებშიც) გამოყენებისას.
აკვარიუმში განთავსების გამარტივებისთვის, Juwel-ის ფონები მზადდება 50-60 სმ სიგრძე-სიგანის მქონე ბლოკებად (ბლოკის სხვადასხვა მონაკვეთზე ფონის სისქე მერყეობს 1-დან 3 სმ-მდე). ბლოკებში გათვალისწინებულია ერთმანეთზე გადასაბმელი პაზები. სააკვარიუმე დანიშნულების სილოკონის საშუალებით ფონი შიგნიდან ეკრობა აკვარიუმის უკანა მინას.
დროთა განმავლობაში ბლოკების შეერთების ადგილები ბაქტერიული ფენით იფარება და შედარებით ნაკლებშესამჩნევი ხდება. Juwel-ის ფონებისთვის გათვალისწინებულია დამატებითი მოდულები შიდა ფილტრების კამუფლაჟის სახით.
Juwel-ის სამგანზომილებიანი ფონების ნიმუშები:
ვიდეო Juwel-ის სამგანზომილებიანი ფონის მაგალითით:
Juwel-ის სამგანზომილებიანი ფონის ბლოკების გადაბმა გათვლილია მხოლოდ სიგრძივი (ჰორიზონტალური) მიმართულებით. მაღალ აკვარიუმებში ვერტიკალურად გადაბმული ბლოკები საკმაოდ არაბუნებრივად ჩანს და აკვარიუმის უკანა კედელი ჭადრაკის დაფას ემსგავსება. ბლოკების სიმაღლიდან (უმეტესად – 55 სმ) გამომდინარე, რეკომენდირებულია Juwel-ის ფონების გამოყენება 65 სმ-მდე სიმაღლის აკვარიუმებში (იგულისხმება შემთხვევები, როდესაც აკვარიუმის სიმაღლის ქვედა 5 სმ გრუნტით იფარება, ხოლო ზედა 5 სმ წყლის გარეშეა დარჩენილი და არ საჭიროებს ფონის გამოყენებას).