აკვარიუმის შეკეთება

აკვარიუმის რემონტი

თუ აკვარიუმის მინა დაგიზიანდათ, ან მინების შემაერთებელი სილიკონის ღარიდან წყალმა გაჟონა, ჩვენი ოსტატები გაგიწევენ დროულ და კვალიფიციურ დახმარებას. აკვარიუმის დაზიანება ყოველთვის მოულოდნელი და მეტად არასასიამოვნო სიტუაციაა. ამიტომ Nautilus-ი მზად არის გადადოს ნებისმიერი საქმე, 180°-ით იცვალოს კურსი და მაქსიმალური სიჩქარით გამოეშუროს დასახმარებლად.

როგორ მოვიქცეთ აკვარიუმის დაზიანებისას

თევზი
ყველა ელექტროხელსაწყო (სანათი, თერმორეგულატორი, ფილტრი, კომპრესორი) გამორთეთ დენის წყაროდან.
თევზი
აკვარიუმში წყლის სვეტის სიმაღლე დაიყვანეთ მინიმალურ დონემდე.
თევზი
გამოიძახეთ ნაუტილუსის ოსტატი.
თევზი
გადაიყვანეთ აკვარიუმის ბინადრები შეძლებისდაგვარად ვრცელ რეზერვუარში. კომპრესორის საშუალებით მიაწოდეთ მათ ჟანგბადი. საჭიროების შემთხვევაში ჩაურთეთ თერმორეგულატორი (აუცილებლად გააკონტროლეთ წყლის ტემპერატურა თერმომეტრით – წყლის მცირე მოცულობაში თერმორეგულატორმა შესაძლოა ზედმეტად გააცხელოს წყალი).
თევზი
აკვარიუმიდან ამოიღეთ ყველა ხელსაწყო, დეკორაციები და გრუნტი.
თევზი
სრულად დაცალეთ აკვარიუმი წყლისგან. ფსკერზე დარჩენილი წყალი შეიძლება ამოიღოთ ჩვეულებრივი ღრუბელის დახმარებით.

ოსტატის ვიზიტი

თბილისის მასშტაბით ოსტატის ვიზიტის საფასური შეადგენს 20 ლარს. სიტუაციის ადგილზე შეფასების შემდეგ სპეციალისტი შემოგთავაზებთ აკვარიუმის შეკეთების ვარიანტებს (ფასები მოცემულია 250 ლიტრამდე მოცულობის აკვარიუმებისთვის. უფრო დიდი მოცულობის აკვარიუმების რემონტის ფასი თანხმდება ინდივიდუალურად).

მინების შემაერთებელი ღარის დაზიანების შემთხვევაში:

თევზი
აკვარიუმის შეკეთება ადგილზე: დაზიანებული ღარი შეძლებისდაგვარად გაიწმინდება და გადაესმევა სილიკონის ახალი ფენა. სერვისის ღირებულება – 30 ლარი. სამწუხაროდ, რემონტის ეს ვარიანტი არ გვაძლევს შედეგის 100%-იან გარანტიას, ვინაიდან აკვარიუმის ჰერმეტულობის გარანტირებული აღდგენისთვის საჭიროა ძველი ღარის სრულად მოცილება, მინების იდეალურ დონემდე გაწმენდა, გაუცხიმოვნება და სილიკონის ახალი ღარის საშუალებით მათი ხელახალი დაკავშირება.
თევზი
აკვარიუმის შეკეთება Nautilus-ის სახელოსნოში: სპეციალისტი უზრუნველყოფს აკვარიუმის ტრანსპორტირებას სახელოსნომდე და ჩაატარებს სრულყოფილ რემონტს ერთ-ერთი შემდეგი სცენარით: 1. აკვარიუმის ერთ-ერთ მინას (რომელიც უშუალო კავშირშია დაზიანებულ ღართან) უკეთდება ახალი ღარები. სერვისის ღირებულება – 100 ლარი. ეს ოპერაცია შესაძლებელია ჩატარდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აკვარიუმის ყოველი მინა მთელ პერიმეტრზეა პოლირებული. 2. აკვარიუმი სრულად იშლება და უკეთდება სილიკონის ახალი ღარები. სერვისის ღირებულება – 180 ლარი. თუ აკვარიუმის მინები არ არის პოლირებული, რემონტის ფასს დაემატება მათი პოლირების საფასური (დამოკიდებულია მინების ზომებსა და სისქეზე).

მინის დაზიანების შემთხვევაში:

თევზი
აკვარიუმის შეკეთება Nautilus-ის სახელოსნოში: სპეციალისტი უზრუნველყოფს აკვარიუმის ტრანსპორტირებას სახელოსნომდე და ჩაატარებს სრულყოფილ რემონტს ერთ-ერთი შემდეგი სცენარით: 1. აკვარიუმის დაზიანებული მინა შეიცვლება ახლით. სერვისის ღირებულება – 100 ლარი + ახალი მინისა და მისი მთელ პერიმეტრზე პოლირების საფასური (დამოკიდებულია მინის ზომებსა და სისქეზე). ეს ოპერაცია შესაძლებელია ჩატარდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აკვარიუმის ყოველი მინა მთელ პერიმეტრზეა პოლირებული. 2. აკვარიუმი სრულად იშლება, უკეთდება სილიკონის ახალი ღარები, დაზიანებული მინა იცვლება ახლით. სერვისის ღირებულება – 180 ლარი + ახალი მინისა და მისი მთელ პერიმეტრზე პოლირების საფასური (დამოკიდებულია მინის ზომებსა და სისქეზე). თუ აკვარიუმის მინები არ არის პოლირებული, რემონტის ფასს დაემატება მათი პოლირების საფასური (დამოკიდებულია მინების ზომებსა და სისქეზე).

ვინაიდან დიდი ზომის აკვარიუმების ტრანსპორტირება არ არის რეკომენდირებული და ყოველთვის დაკავშირებულია გარკვეულ რისკთან, მათი ღარებისა და მინების გამოცვლისთვის საჭირო ღონისძიებები შეიძლება ჩატარდეს ადგილზე.

ოფისებში, სასტუმროებში, რესტორნებსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში განთავსებული დიდი ზომის აკვარიუმების სარემონტო სამუშაოები შესაძლებელია ჩატარდეს დასვენების დღეებში ან არასამუშაო საათებში.

აკვარიუმის შეკეთება