ამაზონის ბიოტოპი (სლიმი)

Aquadecor-ის ამაზონის ბიოტოპური ფონების თხელი (სლიმ) მოდელები მდინარე ამაზონის ფსკერის იმიტაციას ახდენს. შედგება ხეების, ფესვებისა და კლდოვანი ელემენტებისგან. გამოირჩევა ფერებისა და ტექსტურის მრავალფეროვნებით. იდეალურია დისკუსების, სხვა ამერიკული ციხლიდებისა და ამაზონის ბასეინის თევზებით დასახლებული აკვარიუმებისთვის.

სლიმ მოდელები აკვარიუმში მცირე ადგილს იკავებს. ფონის მაქსიმალური სისქე მხოლოდ 4-8 სმ-ია. სიგრძივი სარტყლების მქონე აკვარიუმებში სლიმ-ფონი ადვილად ინარჩუნებს ვერტიკალურ მდგომარეობას და არ საჭიროებს მინაზე სილიკონით მიწებებას. ეს იმავდროულად ნიშნავს, რომ ფონის განთავსება შესაძლებელია მოქმედ აკვარიუმშიც.

კატალოგში წარმოდგენილი ნებისმიერი ფონისთვის შესაძლებელია შესაბამისი ტექსტურისა და ფერის ფსკერზე დასადები ან «მცურავი» ქვების, ხის ფესვების, კუნძების, ფოთლებისა და სხვა აქსესუარების დამატებით დამზადება.

ზომებიდან გამომდინარე, ასეთი ფონები მზადდება მთლიანი სახით, ან იყოფა რამოდენიმე ნაწილად. Aquadecor-ის ამაზონის ბიოტოპის თხელი კლდოვანი ფონების მოდელებზე ვრცელდება სამუდამო 20-წლიანი გარანტია.

თევზი
მინიმალური სიგრძე – 80 სმ
თევზი
მინიმალური სიმაღლე – 40 სმ
თევზი
მაქსიმალური სისქე – 8 სმ
თევზი
მზადდება მთლიანი ან ნაწილებად
თევზი
არ საჭიროებს მინაზე მიწებებას
თევზი
ნიშა აპარატურისთვის – არა
თევზი
გარანტია – 20 წელი
კალკულატორი
* კალკულატორი ფონის დამზადების ფასს ანგარიშობს ევროში. ანგარიშსწორება წარმოებს შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში.
* კალკულატორის ალგორითმში გათვალისწინებულია ფონის დამზადების, ტრანსპორტირებისა და აკვარიუმში დამონტაჟების საფასური.

ამაზონის ბიოტოპის (სლიმი) მოდელები

გალერეა

აკვარიუმის მოცულობითი ფონი