Atman

Atman-ი წარმოადგენს ჩინური კომპანია Chuangxing Electrical Appliances Co., Ltd-ს ბრენდს, რომელიც აწარმოებს ამერიკისა და ევროპის ბაზრისთვის გათვლილ სააკვარიუმე ხელსაწყოებს. ატმანის პროდუქცია ცვლის სკეპტიკოსების აზრს ჩინური აპარატურის დაბალ ხარისხსა და ერთჯერადობაზე. ბრენდის პროდუქცია იქმნება აკვარიუმისტიკის სფეროში მომუშავე მოწინავე გერმანული კომპანიების ტექნოლოგიებით. ატმანების ხარისხის კონტროლის გავლა ასევე გერმანიაში ხდება. კომპანია აწარმოებს აკვარიუმებს, გარე და შიდა ფილტრებს, კომპრესორებს, თერმორეგულატორებს, მაგნიტურ საფხეკებს, გრუნტებს, დეკორაციებს და ა.შ. გერმანულ ანალოგებთან შედარებით, მათი ფასი 30-40%-ით ნაკლებია.