Dennerle

დენერლე

კომპანია ატარებს მისი დამაარსებლის, მცენარეული აკვარიუმების ცნობილი გერმანელი სპეციალისტის, ლუდვიგ დენერლეს სახელს. Dennerle-ს პირველი ბრენდული მაღაზია 1966 წელს გაიხსნა. მას შემდეგ კომპანია მნიშვნელოვნად გაფართოვდა და ფლობს ასობით ჰექტარზე გადაჭიმულ სააკვარიუმე მცენარეების საკულტივაციო სათბურებსა და ფერმებს, აწარმოებს სააკვარიუმე აპარატურას და უმაღლესი ხარისხის მკვებავ გრუნტებს.

ასორტიმენტის გაფართოების მიუხედავად, დენერლეს მთავარ ნაწარმად რჩება მცენარეული აკვარიუმის კომპონენტები და აქსესუარები: სასუქები, CO2-ს მიწოდების სისტემები, ფიტონათურები და რა თქმა უნდა, თავად მცენარეები და მკვებავი გრუნტები.

კომპანია აწარმოებს ფართომასშტაბიან კვლევებს აკვარიუმისტიკის სფეროში. მის მიერ წარმოებული პროდუქტები ნოვატორულ და უნიკალურ ხასიათს ატარებს. შესაბამისად, ბრენდის პროდუქციის ძირითად მომხმარებლებად პროფესიონალი აკვარიუმისტები გვევლინებიან.

https://dennerle.com