Eheim

ეჰეიმი

კომპანია Eheim-ის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს ფილტრები. სწორედ წყლის ფილტრებიდან იღებს სათავეს 70 წლის წინ გიუნტერ ეჰაიმის მიერ დაარსებული კომპანიის ისტორია. პროდუქციის უმაღლესი ხარისხი დღემდე რჩება ეჰაიმის ბრენდის მთავარ მახასიათებლად. ახალბედა აკვარიუმისტები ხშირად თავს იკავებენ Eheim-ის საკმაოდ ძვირი აპარატურის შეძენისგან, ვინაიდან არ იციან, რომ კონკრეტულ შემთხვევაში პროდუქტის ფასი წარმოადგენს არა მწარმოებლის ახირებას, არამედ საიმედობისა და ხანგრძლივი მუშაობის რესურსის ერთგვარ საგარანტიო ტალონს. პირველ რიგში ეს ეხება გარე ფილტრებს, რომელთა მექანიზმში ან კორპუსში არსებული უმნიშვნელო ხარვეზიც კი შეიძლება დიდ უსიამოვნებაში გადაიზარდოს მფლობელისთვის.

დღესდღეობით Eheim-ი წარმოადგენს არა მხოლოდ წყლის გამწმენდ სისტემებს. იგი აწარმოებს აკვარიუმებსა და მათი ბინადრების მოვლისთვის საჭირო ხელსაწყოებს, ამწევ და დინების შემქმნელ ტუმბოებს, ავტოსაკვებურებსა და განათების სისტემებს, თერმორეგულატორებსა და თითქმის უხმაურო კომპრესორებს. ასორტიმენტშია სააკვარიუმე ტექნიკის აქსესუარები: შემავსებლები მექანიკური და ბიოლოგიური ფილტრაციისთვის, გადამყვანები, მილები, შლანგები, მისაწოვრები. ეჰაიმის სააკვარიუმე დანიშნულების შლანგები ხანგრძლივად ინარჩუნებს ფერსა და ელასტიურობას. მაშინ როცა არაბრენდული, იაფფასიანი რეზინის შლანგები უკვე 2-3 კვირაში კარგავს გამჭვირვალობას და უხეშდება. ფილტრების შლანგებისთვის ეჰაიმი აწარმოებს სპეციალურ გამწმენდ ფუნჯებს. მათი დახმარებით შლანგის შიდა ზედაპირს ადვილად მოაშორებთ წყალმცენარეებისა და ბაქტერიების ფენას, რაც საგრძნობლად გაზრდის ფილტრის ეფექტურობასა და წარმადობას.

https://www.eheim.com (აკვარიუმი)

https://www.eheim-teich.de (ტბორი)