ფორუმი მტკნარი წყალი წყალი აიმღვრა წყალი

В этой теме 13 ответов, 4 участника, последнее обновление Аватар BlackJoda 2 თვის, 2 კვირის წინ.

Просмотр 10 сообщений - с 1 по 10 (из 14 всего)
  • ავტორი
    შეტყობინება
  • #12637
    ქულა: 18
    0 stars

    გამარჯობა, მეგობრებო!

    აკავრიუმი დავდგი და თავიდან იყო ასეთი გამჭვირვალე წყალი:

    პირველივე დღეს დავამატე იზიბალანსი და ბაქტერისტარტერი, როგორც მითხრეს დააჩქარებს წყლის დასტაბილურებასო. დღეს მეშვიდე დღეა და წყალი მაგრად აიმღვრა.

     

    ესე უნდა იყოს? რა უნდა ვქნა?

    #12639
    ქულა: 86
    0 stars

    უბრალოდ აცადე. :coffe:

    #12641
    ქულა: 18
    0 stars

    თავისით დაიწმინდება? ფეისბუქის ჯგუფში მირჩიეს წყლის ნაწილი გამოცვალეო. ნახევარი რომ გამოვცვალო ეყოფა?

    #12644
    ქულა: 86
    0 stars

    ნახევარი რომ გამოვცვალო

    არც ერთი წვეთი! უბრალოდ relax :cocktail:   ბუნება თავისით იზავს ყველაფერს.

    #12646
    ქულა: 18
    0 stars

    და თევზების ჩასმა როდის შეიძლება? ესეთი ტესტები მაქვს და ანახებს რომ წყლის პარამეტრები წესრიგშია:

    #12648
    ქულა: 344
    0 stars

    BlackJoda

    ნუ იჩქარებთ! ეგ ტესტები არ უჩვენებს აკვარიუმის გაშვების საწყისი ეტაპის ყველაზე მნიშვნელოვან პარამეტრს — წყალში ამიაკის კონცენტრაციას. ძალიან გრძლად გამომივა ყველა წვრილმანი რომ ავხსნა. გუგლში მოძებნეთ ინფორმაცია აზოტის ციკლთან დაკავშირებით. თქვენ აკვარიუმს თევზების გაშვებამდე კიდევ რამოდენიმე დღე მაინც სჭირდება.

    სწორად გირჩიათ Fishmaster-მა, წყლის გამოცვლა მხოლოდ გაახანგრძლივებს აკვარიუმის დაბალანსების პროცესს.

    #12650
    ქულა: 279
    0 stars

    აკვარიუმში გაშვების ეტაპზე წყლის ნაწილს ცვლიან როცა მკვებავი გრუნტი აქვთ, ან თუ ხის ფესვები არ არის კარგად გამოხარშული და ამის გამო აფერადებს წყალს.

    თქვენ მკვებავი გრუნტი არ გაქვთ. სურათებზე ჩანს, რომ წყალს ფერი არ შეუცვლია. ანუ ხის ფესვებიც წესრიგშია. უბრალოდ დრო უნდა რომ ბუნებრივი წონასწორობა დამყარდეს აკვარიუმში.

    ფეისბუქის ჯგუფში მირჩიეს წყლის ნაწილი გამოცვალეო.

    მანდ ზოგჯერ ისეთს გირჩევენ, ადამიანს თავის ჩამოხჩობა მოგინდება. :gun:

    =============

    Fishmaster, გეტყობათ რომ «თემაში» ხართ. მაგრამ თან ოდნავ ახსნა-განმარტებასაც თუ დაურთავთ ხოლმე რჩევას, უკეთესი იქნება ალბათ. :-)

    #12652
    ქულა: 18
    0 stars

    ყველას დიდი მადლობა რჩევებისთვის! :-)

    ბოლო დღეებში თევზებზე იმდენი წავიკითხე, ალბათ მალე იქთიოლოგი გავხდები. ;-)

    ნახშირი რომ ჩავდო ფილტრში დააჩქარებს წყლის დაბალანსების პროცესს?

    #12654
    ქულა: 344
    0 stars

    ნახშირი რომ ჩავდო ფილტრში დააჩქარებს წყლის დაბალანსების პროცესს?

    ამ ეტაპზე მოერიდეთ ნებისმიერ მკვეთრ ცვლილებებს. აქტივირებული ნახშირი გამოიყენება წყლიდან ჭარბი ორგანული ნივთიერებების, მძიმე ლითონების, სამკურნალო პრეპარატების გამოსაყვანად. ამ ჩამონათვალიდან თქვენ აკვარიუმში არც ერთი კომპონენტი არ არის. ასე რომ ნახშირს მანდ ჯერ არაფერი ესაქმება.

    #12656
    ქულა: 18
    0 stars

    წყალი ნელ-ნელა იწმინდება და იბრუნებს გამჭვირვალობას. :bye:

    რამოდენიმე ძირი მცენარე ვიყიდე და ამ ეტაპზე ხომ შეიძლება რომ ჩავრგო?

Просмотр 10 сообщений - с 1 по 10 (из 14 всего)

გამოხმაურების დასატოვებლად საჭიროა გაიაროთ ავტორიზაცია.