В этой теме 5 ответов, 3 участника, последнее обновление Аватар Davit91 1 თვის, 3 კვირის წინ.

Просмотр 6 сообщений - с 1 по 6 (из 6 всего)
  • ავტორი
    შეტყობინება
  • #12541
    ქულა: 69
    0 stars

    Davit91-1

     

     

    გაშვებულია 03.10.19

    აკვარიუმი: 45x28x30

    განათება: 2x 11w 6500k LED

    ფილტრი: Aquael versamax 1

    СО2: ლიმონმჟავა+სოდა

    გრუნტი: Fluval Stratum

    თხევადი სასუქი: JBL PROFLORA Ferropol 5ml კვირაში (50% წყლის შეცვლასთან ერთად)

     

    #12556
    ქულა: 279
    0 stars

    რაღაც იგეგმება, ხომ? ;-)
    წარმატებებს გისურვებთ!

    იცით რა მინდა გკითხოთ, თქვენი სხვა ვიდეოებიც ვნახე და რაღაც დაბალი მცენარეები გქონდათ წინა პლანზე დარგული. ეხლაც ვხედავ რამდენიმე ძირს, მაგრამ ძალიან შეცოტავებულია. არ გაიხარეს?

    აკვარიუმის მცენარეების თემაში დიდი გამოცდილება არ მაქვს. არც მკვებავი გრუნტი და CO2  მქონია, და სასუქებსაც ვერიდებოდი ყოველთვის. მაგრამ თუ ოქტომბერში გაუშვით ეს აკვარიუმი, 6-7 თვეში მცენარეები ბევრად უფრო წამოზრდილი არ უნდა ყოფილიყო? რაღაც ხომ არ აკლიათ? :scratch:

    #12557
    ქულა: 344
    0 stars

    სანაძლეოს რომ წააგებ კაცი და გაგიხარდება! :-)   გახსნის დღიდან ვადევნებთ თვალს კონკურსის თემას მე და ჩემი მეუღლე. რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ პირველივე აკვარიუმში, რომლის ფოტოსაც აქ დადებდნენ, აუცილებლად იქნებოდა… ქვევრი. :troll:   მოკლედ, დავნაძლევდით და წავაგე. :blueeye:   თუმცა წაგება ესე მაგრად ჯერ არ გამხარებია.

    Davit91, წარმატებები!

    #12574
    ქულა: 69
    0 stars

    რაღაც იგეგმება, ხომ? ;-) წარმატებებს გისურვებთ! იცით რა მინდა გკითხოთ, თქვენი სხვა ვიდეოებიც ვნახე და რაღაც დაბალი მცენარეები გქონდათ წინა პლანზე დარგული. ეხლაც ვხედავ რამდენიმე ძირს, მაგრამ ძალიან შეცოტავებულია. არ გაიხარეს? აკვარიუმის მცენარეების თემაში დიდი გამოცდილება არ მაქვს. არც მკვებავი გრუნტი და CO2 მქონია, და სასუქებსაც ვერიდებოდი ყოველთვის. მაგრამ თუ ოქტომბერში გაუშვით ეს აკვარიუმი, 6-7 თვეში მცენარეები ბევრად უფრო წამოზრდილი არ უნდა ყოფილიყო? რაღაც ხომ არ აკლიათ? :scratch:

    გლოსოსტიგმა ქვია მაგ მცენარეს, კარგად ხარობდა, ვიდეოშიც ჩანს რამდენი იყო მარა უყურადღებობისგან ბალანსი დამერღვა, ხავსი აიკიდა და პერეკისით ვუმკურნალე, რის შემდეგაც დაუზიანდა ფოთლები და ზოგი სულ გაფუჭდა (ეტყობა ბევრი მომივიდა დოზა ვერ გავთვალე კარგად) და ახლა რაც გადარჩა ნელნელა იწყებს ისევ გახარებას, დიდი სტრესი გადაიტანა ასე რომ ვთქვათ. რაც შეეხება სხვა მცენარეებს თითქმის ყოველ კვირა ვკრიჭავ და მაგიტო არ ჩანან მოზრდილები, განსაკუთრებით ხიმიანტუსს და როტალას.

    #12581
    ქულა: 69
    0 stars

    სანაძლეოს რომ წააგებ კაცი და გაგიხარდება! :-) გახსნის დღიდან ვადევნებთ თვალს კონკურსის თემას მე და ჩემი მეუღლე. რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ პირველივე აკვარიუმში, რომლის ფოტოსაც აქ დადებდნენ, აუცილებლად იქნებოდა… ქვევრი. :troll: მოკლედ, დავნაძლევდით და წავაგე. :blueeye: თუმცა წაგება ესე მაგრად ჯერ არ გამხარებია. Davit91, წარმატებები!

    საინტერესო ნიძლავი გქონიათ :good:   მადლობა, წარმატებები მართლაც მჭირდება :hat:

    #12801
    ქულა: 69
    0 stars

    Davit91-2

     

    ე.ი დილა დაიწყო სამწუხარო ამბავით. მომიკვდა ერთი სომიკი :( მიზედად შეიძლება იყოს კიტრი რომელიც გუშინ საღამოს ვაჭამე. მარტო ერთი სომიკი ჭამდა და სავარაუდოდ ეგ მოკვდა. არადა სხვებისგან ვიცოდი რო მოსწონთ კიტრი და ბოსტნეული.

    ახლა რა ხდება, გავკრიჭე მცენარეები, უკანა ფონზე ისევ როტალა გაიზრდება. დავიწყე მაკროს მიცემა, ვფიქრობ ფოსფატები აკლიათ. წყლის ტესტი არ მაქვს სამწუხაროდ. ჩემი გამოცდილებით ვხვდები, რაც ისედაც ეტყობათ მცენარეებს, ძველ ფოთლებზე უჩნდებათ მოყავისფრო ლაქები, მაგალითად Hydrocotyle tripartita ს. (სურათი 1.) ბუცეფალანდრას კი ცოტა ქსენოკოკუსი. (სურათი 2.)

     

    სურათი 1.

     

    Davit91-3

     

    სურათი 2.

    Davit91-4

     

    მაკრო დავამზადე სახლის პირობებში (KH2PO4 და KNO3 ნაზავი შეფარდებით 1/6). ვაწვდი ყოველდღე 2 მილიგრამს.

    ასევე მაკროსთან ერთად ყოველდღე ვაწვდი რკინას 2 მილიგრამს. ესეც სახლის პირობებში დავამზადე რკინის ძაღით და ლიმონმჟავით.

    რაც შეეხება მიკროს, ვხმარობ უკვე ზემოთ აღნიშნულ JBL PROFLORA Ferropol -ს 5 ml კვირაში (50% წყლის შეცვლასთან ერთად).

    ვნახოთ რა გამოვა,   B-)

     

Просмотр 6 сообщений - с 1 по 6 (из 6 всего)

გამოხმაურების დასატოვებლად საჭიროა გაიაროთ ავტორიზაცია.