В этой теме 7 ответов, 4 участника, последнее обновление ნანკა ნანკა 1 თვის, 3 კვირის წინ.

Просмотр 8 сообщений - с 1 по 8 (из 8 всего)
  • ავტორი
    შეტყობინება
  • #11529
    ქულა: 427
    0 stars

    ამ თემაში შეგიძლიათ გამოხატოთ აზრი და დასვათ შეკითხვები კონკურსის წესების, მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ. ინტერესით მოვისმენთ კონკურსის გაუმჯობესებისა და მისი წესების სრულყოფის იდეებს .

    ნაუტილუსი
    Contest-1
    პრომოლაბი
    #12555
    ქულა: 279
    0 stars

    მიხარია, რომ ჩვენამდეც მოაღწია აკვასკეიპინგით გატაცებამ.

    მონაწილეებს წარმატებას, ხოლო კონკურსს – მრავალწლიან ისტორიას ვუსურვებ!

    :good:

    #12558
    ქულა: 344
    0 stars

    Nemo

    ფორუმის საუკეთესო მრჩეველისთვის რომ არის დაწესებული პრიზი, მარტო კონკურსის თემაში დახმარებაზეა საუბარი, თუ მთლიან ფორუმზე?

    #12559
    ქულა: 427
    0 stars

    Dino

    მთლიან ფორუმზე.

    ეს ნომინაცია არ არის პირდაპირ კავშირში კონკურსთან. მაგრამ წლის საუკეთესო მრჩეველის გამოვლენის ვადები ემთხვევა კონკურსის ჩატარების ვადებს.

    შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ საიტს თავისი კალენდარი აქვს:

    • საიტი გაიხსნა 2019 წლის 21 აპრილს
    • ერთიწლისთავზე, 2020 წლის 21 აპრილს გახსნილად გამოცხადდა აკვასკეიპინგის პირველი კონკურსი, რომელიც ყოველწლიურად ჩატარდება
    • ფორუმის საუკეთესო მრჩეველსაც ყოველწლიურად გამოვავლენთ. მხედველობაში მიიღება ფორუმზე მიმდინარე წლის 21 აპრილიდან მომდევნო წლის 21 აპრილამდე გამოვლენილი აქტივობა.
    #12562
    ქულა: 344
    0 stars

    Nemo

    მაშინ დროა ფორუმის პროფილისთვის კარგი ავატარი შევარჩიო. :-)

    #12565
    ქულა: 427
    0 stars

    სიახლე: კონკურსის შედეგების მიხედვით პირველ ათეულში მოხვედრილი აკვასკეიპების ავტორებს სურვილის შემთხვევაში საკონკურსო ნამუშევარი შეუძლიათ განათავსონ აკვარიუმისტიკის ინტერნეტ-მაღაზიაში.

    მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ თემა ნამუშევრების განთავსება მაღაზიაში.

    #12595
    ქულა: 86
    0 stars

    კარგია. მაგრამ ერთი წელი რა მოითმენს?

    #12596
    ქულა: 279
    0 stars

    იდეას მოფიქრება უნდა. მოფიქრებულს – გააზრება.

    მერე უნდა გაარკვიო რა მასალებითა და მცენარეებით შეიძლება იდეის განხორციელება.

    მასალებს და მცენარეებს მოძიება ან შეკვეთით ჩამოტანა სჭირდება.

    და აკვარიუმის გაშვებიდანაც ხომ უნდა გავიდეს რამოდენიმე თვე?

    ყველაფერს დრო უნდა. ეხლა კიდე ამ ვირუსომანიის გამო ხალხი სახლიდან ვერ გამოდის… :shame:

Просмотр 8 сообщений - с 1 по 8 (из 8 всего)

გამოხმაურების დასატოვებლად საჭიროა გაიაროთ ავტორიზაცია.