JBL

JBL

კომპანია JBL-ის ისტორია 1960 წელს დაიწყო, როდესაც გერმანიის ქალაქ ლუდვიგსჰაფენში ქიმიკოსმა და აკვარიუმისტმა იოაჰიმ ბიომემ თავისი პირველი ზოომაღაზია გახსნა. ბიომემ შეიმუშავა იქთიოფთირიოზის სამკურნალო პირველი სამედიცინო პრეპარატი. აკვარიუმისტიკის ბაზარზე პროდუქტის წარდგენისთვის საჭირო იყო ბრენდის სახელწოდება. აბრევიატურა JBL შედგება დამაარსებლის ინიციალებისა (Joachim Böhme) და ქალაქის სახელის (Ludwigshafen) პირველი ასოსგან.

JBL ხშირად აწყობს ექსპედიციებს სააკვარიუმე თევზების ბუნებრივი ჰაბიტატის შესწავლის მიზნით. კომპანია ფლობს საკუთარ სამეცნიერო-კვლევით ცენტრს, რომელშიც მიმდინარეობს საკვების ახალი ნაირსახეობების, ალგიციდების, წყლის კონდიციონერების, სამკურნალო პრეპარატების შექმნა და ტესტირება. მხოლოდ სამი გერმანული კომპანია ფლობს სერთიფიკატს დეკორატიული თევზების სამკურნალო პრეპარატების წარმოებაზე და JBL სწორედ ერთ-ერთი მათგანია.

კომპანიაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პროდუქციის ხარისხის კონტროლს, რაც დადებითად აისახება აპარატურის ექსპლუატაციის ვადასა და ტექნიკურ პასპორტში გაცხადებულ წარმადობაზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია JBL-ის თანამშრომლობა სამედიცინო ლაბორატორიებთან და მიკროსკოპების მწარმოებელ გერმანულ კომპანიებთან. მათთან თანამშრომლობით შექმნილი JBL-ის წყლის წვეთოვანი ტესტები მსოფლიო აკვარიუმისტიკის ბაზარზე საუკეთესოდ ითვლება.

https://www.jbl.de