კლდოვანი ფონი (სლიმი)

Aquadecor-ის თხელი (სლიმ) კლდოვანი ფონების მოდელები ბუნებრივი წყალქვეშა კლდეების ასლს წარმოადგენს და გამოირჩევა ფერებისა და ტექსტურის მრავალფეროვნებით. იდეალურია აფრიკული ციხლიდებისა და ისეთი თევზების ბიოტოპური აკვარიუმებისთვის, რომელთა ბუნებრივი გარემოს ნაწილს წარმოადგენს კლდე.

სლიმ მოდელები აკვარიუმში მცირე ადგილს იკავებს. ფონის მაქსიმალური სისქე მხოლოდ 4-6 სმ-ია. სიგრძივი სარტყლების მქონე აკვარიუმებში სლიმ-ფონი ადვილად ინარჩუნებს ვერტიკალურ მდგომარეობას და არ საჭიროებს მინაზე სილიკონით მიწებებას. ეს იმავდროულად ნიშნავს, რომ ფონის განთავსება შესაძლებელია მოქმედ აკვარიუმშიც.

კატალოგში წარმოდგენილი ნებისმიერი ფონისთვის შესაძლებელია იგივე ტექსტურისა და ფერის ფსკერზე დასადები ან «მცურავი» ქვების დამატებით დამზადება.

ზომებიდან გამომდინარე, ასეთი ფონები მზადდება მთლიანი სახით, ან იყოფა რამოდენიმე ნაწილად. Aquadecor-ის თხელი კლდოვანი ფონების მოდელებზე ვრცელდება სამუდამო გარანტია.

თევზი
მინიმალური სიგრძე – 80 სმ
თევზი
მინიმალური სიმაღლე – 40 სმ
თევზი
მაქსიმალური სისქე – 4-6 სმ
თევზი
მზადდება მთლიანი ან ნაწილებად
თევზი
არ საჭიროებს მინაზე მიწებებას
თევზი
ნიშა აპარატურისთვის – არა
თევზი
გარანტია – სამუდამო
კალკულატორი
* კალკულატორი ფონის დამზადების ფასს ანგარიშობს ევროში. ანგარიშსწორება წარმოებს შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში.
* კალკულატორის ალგორითმში გათვალისწინებულია ფონის დამზადების, ტრანსპორტირებისა და აკვარიუმში დამონტაჟების საფასური.

კლდოვანი ფონის (სლიმი) მოდელები

გალერეა

აკვარიუმის მოცულობითი ფონი