მასიური კლდე (სლიმი)
Aquadecor-ის მასიური კლდის სლიმ ფონების მოდელები ბუნებრივი წყალქვეშა კლდეების ზუსტ ასლს წარმოადგენს და გამოირჩევა ფერებისა და ტექსტურის მრავალფეროვნებით. იდეალურია აფრიკული ციხლიდებისა და ისეთი თევზების ბიოტოპური აკვარიუმებისთვის, რომელთა ბუნებრივი გარემოს ნაწილს წარმოადგენს კლდე.
ფონის სისქე ყველაზე თხელ უბნებზე – 1 სმ, ყველაზე სქელ უბნებზე – 20 სმ-ია. სიგრძივი სარტყლების მქონე აკვარიუმებში სლიმ-ფონი ადვილად ინარჩუნებს ვერტიკალურ მდგომარეობას და არ საჭიროებს მინაზე სილიკონით მიწებებას. ეს იმავდროულად ნიშნავს, რომ ფონის განთავსება შესაძლებელია მოქმედ აკვარიუმშიც.
კატალოგში წარმოდგენილი ნებისმიერი ფონისთვის შესაძლებელია იგივე ტექსტურისა და ფერის ფსკერზე დასადები ან «მცურავი» ქვების დამატებით დამზადება.
ზომებიდან გამომდინარე, ასეთი ფონები მზადდება მთლიანი სახით, ან იყოფა რამოდენიმე ნაწილად. Aquadecor-ის მასიური კლდის სლიმ ფონების მოდელებზე ვრცელდება სამუდამო გარანტია.








მასიური კლდის (სლიმი) მოდელები
