მასიური კლდე
Aquadecor-ის მასიური კლდის მოდელები გათვლილია დიდი ზომის, განიერ (60 სმ-დან) აკვარიუმებზე, ვინაიდან ფონის სიგანე 18-22 სმ-ს აღწევს. ფონები ბუნებრივი წყალქვეშა კლდეების ზუსტ ასლს წარმოადგენს და გამოირჩევა ფერებისა და ტექსტურის მრავალფეროვნებით. იდეალურია აფრიკული ციხლიდებისა და ისეთი თევზების ბიოტოპური აკვარიუმებისთვის, რომელთა ბუნებრივი გარემოს ნაწილს წარმოადგენს კლდე.
მასიური კლდოვანი ფონი მზადდება ცალკეულ ნაწილებად და შემდგომ, სააკვარიუმე სილიკონის საშუალებით მაგრდება მინაზე. ფონს მოყვება რამოდენიმე ქვა, რომელიც ფსკერზე განთავსებისთვის არის გათვლილი. ამ ქვების მინაზე მიწებება არ არის აუცილებელი. კატალოგში წარმოდგენილი ნებისმიერი ფონისთვის შესაძლებელია იგივე ტექსტურისა და ფერის ფსკერზე დასადები ან «მცურავი» ქვების დამატებით დამზადება.
ფონის უკანა მხარეს შესაძლებელია აპარატურის დასაფარი ნიშების დამზადება.







მასიური კლდის მოდელები
გალერეა
