ორმხრივი / გამოქვაბული

Aquadecor-ის ორმხრივი ფონის მოდელები ძირითადად განკუთვნილია ორმხრივი ხილვადობის აკვარიუმებისთვის, რომლებშიც დეკორაციები გვერდითა კედლებზე და ფსკერის ცენტრალურ ნაწილში თავსდება. ამ ტიპის ფონები გამოიყენება კედელთან მიდგმულ აკვარიუმებშიც: ფონის ცალკეული ელემენტები მხოლოდ ნაწილობრივ ფარავს უკანა და გვერდითა კედლებს და წყალქვეშა გამოქვაბულის იმიტაციას ახდენს. ფონები გამოირჩევა ფერებისა და ტექსტურის მრავალფეროვნებით. იდეალურია აფრიკული ციხლიდებისა და ისეთი თევზების ბიოტოპური აკვარიუმებისთვის, რომელთა ბუნებრივი გარემოს ნაწილს წარმოადგენს კლდე.

ფონის ელემენტები მზადდება ცალკეულ ნაწილებად და შემდგომ, სააკვარიუმე სილიკონის საშუალებით მაგრდება მინაზე. კატალოგში წარმოდგენილი ნებისმიერი ფონისთვის შესაძლებელია იგივე ტექსტურისა და ფერის ფსკერზე დასადები ან «მცურავი» ქვების დამზადება.

ფონის შემადგენლობაში შედის სხვადასხვა ზომის მოდულები. დიდი მოდულების მაქსიმალური სისქეა – 17-18 სმ.

თევზი
მინიმალური სიგრძე – 80 სმ
თევზი
მინიმალური სიმაღლე – 40 სმ
თევზი
მაქსიმალური სისქე – 18 სმ
თევზი
მზადდება ნაწილებად
თევზი
საჭიროებს მინაზე მიწებებას
თევზი
ნიშა აპარატურისთვის – კი
თევზი
გარანტია – 20 წელი
კალკულატორი
* კალკულატორი ფონის დამზადების ფასს ანგარიშობს ევროში. ანგარიშსწორება წარმოებს შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში.
* კალკულატორის ალგორითმში გათვალისწინებულია ფონის დამზადების, ტრანსპორტირებისა და აკვარიუმში დამონტაჟების საფასური.

ორმხრივი ფონის მოდელები

გალერეა

აკვარიუმის მოცულობითი ფონი