კონფიდენციალურობის პირობები
პირადი მონაცემები
საიტის სრულყოფილად გამოყენების, ასევე საიტის ბაზაზე მომუშავე ონლაინ მაღაზიაში შეკვეთის გასაფორმებლად აუცილებელია რეგისტრაციის პროცესის გავლა. რეგისტრაციის დროს მითითებული პირადი მონაცემების საფუძველზე თქვენთვის იხსნება:

ექაუნთში ავტორიზაციის შემდეგ, სურვილისამებრ, შეგიძლიათ მიუთითოთ დამატებითი მონაცემები (სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი). ამ მონაცემების მითითება აუცილებელ სახეს ღებულობს მხოლოდ ონლაინ მაღაზიაში შეკვეთის გაფორმებისთვის.
რეგისტრაციისა და პროდუქტის შეკვეთის დროს მითითებული პირადი ინფორმაცია ატარებს კონფიდენციალურ ხასიათს. იგი გამოიყენება მხოლოდ ექაუნთის შექმნისა და ონლაინ მაღაზიის შეკვეთის შესასრულებლად. თქვენი პირადი ინფორმაცია არ იქნება გამოყენებული სხვა მიზნებისთვის (სარეკლამო განცხადებების, სპამის და ა.შ. დასაგზავნად) და არ გადაეცემა გარეშე პირებს. საიტის მონაცემთა ბაზაში ექაუნთის პაროლი ფიქსირდება და ინახება კოდირებული სახით.
საანგარიშსწორებო მონაცემები
საიტის ონლაინ მაღაზიაში პროდუქტის ღირებულების გადასახდელად გამოიყენება Visa, Mastercard, American Express ბარათები და საგადახდო სისტემა UniPAY-ს პირადი საფულე. ჩვენ არ ვინახავთ თქვენი საბანკო ბარათების მონაცემებს. პლასტიკური ბარათით გადახდის დროს მონაცემები შეგყავთ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის – კომპანია UniPAY-ს ოფიციალურ, დაცულ ვებგვერდზე.
