261 

EHEIM aquaball 180 განკუთვნილია წყლის ფილტრაციისთვის 180 ლ-მდე მოცულობის აკვარიუმებში. ფილტრში წყალი ქვევიდან ზევით მოძრაობს. ჯერ გაივლის ქვედა სამ კალათას, რომლებშიც თითო ღრუბელია მოთავსებული. შემდეგ გადადის დახურულ კარტრიჯში, რომლის ღრუბელი არა მხოლოდ მექანიკურ, არამედ ბიოლოგიურ ფილტრაციასაც აწარმოებს. გაფილტრული წყალი ფილტრის თავში განლაგებული დგუშის საშუალებით ბრუნდება აკვარიუმში.

ფილტრის კონსტრუქცია საშუალებას გაძლევთ მიამაგროთ მას დამატებითი კალათებისა და კარტრიჯების ნებისმიერი რაოდენობა. კალათებში შეიძლება როგორც ღრუბლების, ასევე ბიოსუბსტრატისა და აქტივირებული ნახშირის განთავსება.

დგუშის გამომავალი მილის გადახრა ნებისმიერი მიმართულებით შეიძლება, რაც იძლევა წყლის ნაკადის მიმართულების რეგულირების საშუალებას. წყლის აერაციისთვის დგუშის გამომავალ მილზე მაგრდება დიფუზორი. წყლის ჭავლის გაშლისთვის გამოიყენება ფლეიტა.

კოდი: EM-2403020