261 

EHEIM biopower 160 მაღალი წარმადობის, ინოვაციური შიდა ფილტრია. აკვარიუმის გარე ფილტრების მსგავსად, აწარმოებს წყლის მრავალშრიან ფილტრაციას. ფილტრში წყალი ქვევიდან ზევით მოძრაობს. ჯერ გაივლის ქვედა კალათაში მოთავსებულ ღრუბელს, რომელიც მექანიკურ ფილტრაციას აწარმოებს. შემდეგ ხვდება მეორე კალათაში, რომელშიც ბიოლოგიური ფილტრაციის შემავსებელია განთავსებული. მესამე ეტაპზე წყალი გაივლის კოდევ ერთ, წვრილფორებიან ღრუბელს და ფილტრის თავში განლაგებული დგუშის საშუალებით ბრუნდება აკვარიუმში.

დგუშის გამომავალი მილის გადახრა ნებისმიერი მიმართულებით შეიძლება, რაც იძლევა წყლის ნაკადის მიმართულების რეგულირების საშუალებას. წყლის აერაციისთვის დგუშის გამომავალ მილზე მაგრდება დიფუზორი. წყლის ჭავლის გაშლისთვის გამოიყენება ფლეიტა.

EHEIM biopower დაკომპლექტებულია ღრუბლებითა და ბიოსუბსტრატით EHEIM SUBSTRATpro.

კოდი: EM-2411020