139 

თერმორეგულატორი EHEIM thermopreset 200 ფიქსირებული ტემპერატურით 25°C ± 1°C. ამ მაჩვენებლის შესანარჩუნებლად ოთახის ტემპერატურა არ უნდა დაეშვას 18 °С-ზე დაბლა.

ელექტრონული მართვის სისტემა უზრუნველყოფს თერმორეგულაციის მაღალ სიზუსტეს. მაღალეფექტური გამათბობელი ელემენტი თანაბრად ანაწილებს სითბოს. გამათბობლის მექანიკური დაცვის ფუნქციას ასრულებს პლასტმასის ბუდე.

მცირე სიგრძის გამო ხშირად გამოიყენება დაბალ აკვარიუმებში. გამათბობელი ძალზედ ვიწროა, რის გამოც ნაკლებად შესამჩნევია.

თერმორეგულატორს აქვს ავტომატური დაცვის სისტემა, რომელიც გამორიცხავს მის გადახურებასა და დაზიანებას უწყლო გარემოში ჩართვის შემთხვევაში.

კოდი: EM-3657010