Sera

კომპანია Sera პირველ რიგში ცნობილია აკვარიუმისა ტბორის თევზებისთვის წარმოებული მაღალი დონის საკვებით. სწორედ სერას მიერ იქნა შემუშავებული ცოცხალი საკვების «მშრალი გაყინვის» ტექნოლოგია, რომლის საშუალებით დაფნია, ციკლოპი, კოღოს მატლი და მილანა გაყინვის შემდეგაც ინარჩუნებს ვიტამინებსა და მაღალ კვებით ღირებულებას.
გარდა მშრალი და გაყინული საკვებისა, გერმანული კომპანია აწარმოებს სააკვარიუმე ჰიდროქომიურ პროდუქციას (წყლის კონდიციონერებს, ტესტებს, მედიკამენტებს), აპარატურას (ფილტრები, კომპრესორები, გამათბობლები…) და დეკორაციებს.