წესები და პირობები
ონლაინ მაღაზიის წესები და პირობები
შეკვეთის მიწოდება
თბილისი – 5 ლარი.
ბათუმი, ქუთაისი, გორი – 12 ლარი.
რუსთავი, ხაშური – 14 ლარი.
სხვა რეგიონებში მიწოდების ფასი თანხმდება ინდივიდუალურად.
შეკვეთის შესრულების ვადა: 10-20 დღე.
10 მმ-ზე მეტი სისქის მინის აკვარიუმების დამზადებისა და მიწოდების ვადა შეადგენს 20-45 დღეს.
დიდი აკვარიუმების მიწოდების ფასი გათვლილია მათ ღირებულებაში. შეძენილი აკვარიუმის თბილისის მასშტაბით მიწოდების ფასი – 5 ლარი. ბათუმსა და რეგიონებში აკვარიუმების მიწოდების ფასი და ვადა თანხმდება ინდივიდუალურად.
ცოცხალი მცენარეების, თევზებისა და უხერხემლოების მიწოდება ხორციელდება მხოლოდ თბილისის ტერიტორიაზე. რეგიონებიდან მათი შეძენის შემთხვევაში, მყიდველი ან მისი წარმომადგენელი უნდა ჩამოვიდეს თბილისში. ჩვენი კურიერი შეგხვდებათ თქვენ მიერ მითითებულ თბილისის მისამართზე.
პროდუქციის უკან დაბრუნება
შესაბამისობა შეკვეთილ და მოწოდებულ პროდუქციას შორის მოწმდება შეკვეთის გადაცემისას, ჩვენი კომპანიის წარმომადგენლის თანდასწრებით. შეკვეთილ და მოწოდებულ პროდუქციას შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, უფლება გაქვთ არ ჩაიბაროთ პროდუქცია და არ მოაწეროთ ხელი მიღება-ჩაბარების აქტს. ასეთ შემთხვევაში, შესაძლო უმოკლეს ვადაში მოგაწოდებთ ახალ პროდუქტს ან მის ალტერნატივას. თუ ვერ შევძლებთ მოგაწოდოთ ახალი პროდუქტი ან ჩაგინაცვლოთ თქვენთვის მისაღები ალტერნატივით, აღნიშნული პროდუქტის საფასური დაგიბრუნდებათ არაუგვიანეს 30 სამუშაო დღისა.
პროდუქციის შესაბამისობა დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერით. თუ თქვენი მხრიდან ხელი მოეწერა მიღება-ჩაბარების აქტს, გადაცემული პროდუქციის უკან დაბრუნება/შეცვლა ვეღარ მოხდება.
შეზღუდვები
თუ შერჩეული პროდუქციის ჯამური ფასი აღემატება 5000 ლარს, მის ღირებულებას საბანკო ბარათით ვერ გადაიხდით. გთხოვთ მიმართოთ მაღაზიის ადმინისტრაციას ქვემოთ მითითებულ ელფოსტაზე. შეტყობინებაში მიუთითეთ არჩეული პროდუქციის ჩამონათვალი. საპასუხო წერილში მიიღებთ ინვოისს და საანგარიშსწორებო რეკვიზიტებს საბანკო გადარიცხვის შესასრულებლად. იგივე სქემით შეგიძლიათ ისარგებლოთ იმ შემთხვევაშიც, თუ საბანკო ბარათზე დაწესებული გაქვთ ერთჯერადი ტრანზაქციის უფრო დაბალი მაქსიმალური ლიმიტი.
